გამოგვიწერეთ

ნაკრები

ლიეტუველთა მწვრთნელი ჩვენს სუსტ წერტილებს ხედავს

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები დღეს ლიეტუვას ამხანაგურად ესტუმრება და სპარინგ-მატჩს ითამაშებენ. ჩვენს გუნდზე და მომავალ მატჩზე ლიეტუველთა მწვრთნელმა, ედგარას იანკაუსკასმა ისაუბრა.

ედგარას იანკაუსკასი:

„საქართველოს თამაში ისრაელთა ვნახე, საქართველო ძლიერი გუნდია, მაგრამ დაუმარცხებელი სულაც არ არის. ისრაელმა ორბურთიანი ჩამორჩენა გაათანაბრა და წინ გასვლაც შეეძლოთ. ჰყავს ერთი მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელი, მაგრამ სხვებიც ძალიან ტექნიკურები არიან და კარგი შემადგენლობა ჰყავს. თუმცა, დავინახეთ, რომ უშვებენ გოლებს და აქვთ სუსტი ადგილები. უნდა გამოვიყენოთ მათი სისუსტეები, ეს კი, ჩვენზე იქნება დამოკიდებული. იმედი მაქვს, მათ კარს გასაღებს მოვუძებნით“.

ლიეტუვა-საქართველოს მატჩი 29 მარტს, 17:00 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები