გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მოგებები მამუს ქულებითა და გოგას მოხსნებით

გააზიარეთ

გამთენიისას, NBA-ში ორივე ქართველმა ითამაშა და ორივემ მოიგო. სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა სტუმრად ატლანტა დაამარცხა – 109:97. აღსანიშნავია, რომ კანადელებმა ზედიზედ მეოთხე მატჩში იმარჯვეს და დადებით ბალანსზე გავიდნენ.

მამუკელაშვილმა მოედანზე 20:43 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 6 მოხსნა 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ ხუთიდან ოთხი ორქულიანი, ოთხიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო.

ტორონტო 5 მოგებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა და მომდევნო მატჩს ფილადელფიას წინააღმდეგ გამართავს.

გოგა ბითაძის ორლანდომ კი ბოსტონი 123:110 დაამარცხა. გოგამ მოედანზე 15:23 წუთი ისე გაატარა, ქულა არ ჩაუგდია, მაგრამ ბურთი ფარიდან შვიდჯერ მოხსნა, ორჯერ დააფარა და ერთი პასი მიითვალა. ჩვენებურმა ფარს ერთხელ ორქულიანით შეუტია, ორჯერ კი საჯარიმო ხაზიდან, მაგრამ ვერცერთი ვერ ჩააგდო.

ორლანდოს ოთხი მოგება დაუგროვდა და აღმოსავლკეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს ისევ ბოსტონ სელტიკსთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი