გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელიას კარგმა თამაშმა ბარსას ვერ უშველა

გააზიარეთ

ევროლიგის მეცხრე ტურში „ელ კლასიკო“ გაიმართა. თორნიკე შენგელიას ბარსელონამ მადრიდის რეალს უმასპინძლა და 92:101 დამარცხდა. გეხსომებათ, ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩში თოკომ ტრავმა მიიღო და მისი თამაში რეალთან კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ სასტატო ხუთეულშიც კი გამოჩნდა და მოედანზეც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. კატალოენიელთა შორის, მაინც…

შენგელიან მოედანზე 27:11 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა რვიდან სამი ორქულიანი, ერთადერთი სამქულიანი და ოთხივე საჯარიმო ისე ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს. პასივში სამი პერსონალური ფოლი ჰქონდა, მაგრამ მის წინააღმდეგაც სამჯერ დაჯარიმდნენ. სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და თანაგუნდელებში ვილ კლაიბერნს (23) ჩამორჩა.

ბარსელონას ხუთი მოგება და ოთხი მარცხი აქვს. ეს კი მეცხრე ადგილის მაჩვენებელია. ბარსა მომდევნო მატჩს 12 ნოემბერს მიუნხენის ბაიერნთან ითამაშებს, სადაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი კამარ ბოლდუინი ირჯება. სხვათა შორის, ბაიერნსაც ხუთი მოგება და ოთხი მარცხი აქვს, ცხილში კი, მეათეა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად კალათბურთი