გამოგვიწერეთ

MMA

“მოტეხილი ხელი რომ არ მქონოდა…” – ნურმაგომედოვმა დვალიშვილი გამოიწვია

გააზიარეთ

უმარ ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის დაპირისპირება ქართველი მებრძოლის სრული დომინირებით დასრულდა, თუმცა დაღესტნელი სპორტსმენი განსხვავებულად აფასებს მომხდარს.

ბრძოლის შემდეგ ნურმაგომედოვმა აღნიშნა, რომ მას გამარჯვება შეეძლო, რომ არა მსაჯების გადაწყვეტილება პირველ სამ რაუნდთან დაკავშირებით და მიღებული ტრავმა – მოტეხილი ხელი.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ადამ ზუბაირაევის ვლოგში გამოჩენილმა ნურმაგომედოვმა კვლავ მსგავსი პოზიცია დააფიქსირა:

“მე მასთან რემატჩი მსურს, რადგან მინდა დავამტკიცო, რომ მოტეხილი ხელი რომ არ მქონოდა, ბრძოლა სრულიად სხვაგვარად წარიმართებოდა. თუ ერთმანეთს მეორეჯერ ვერ შევხვდით, სულ რომ კარიერა დაასრულოს, ერთ დღეს მაინც ჩემპიონი ვიქნები.”

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად MMA