გამოგვიწერეთ

ნაკრები

მსოფლიო რაგბის თასს საქართველო უმასპინძლებს

გააზიარეთ

მსოფლიო რაგბის 20 წლამდე ჩემპიონატი საქართველოში ბრუნდება. მსოფლიოს რაგბის გადაწყვეტილებით, 2026 წლის ჩემპიონატს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს.

ამ თემაზე. Etablo.ge-სთან რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გოგებაშვილმა ისაუბრა და გვითხრა, რომ განაცხადი შეტანილი იყო და მასპინძლობის დიდი შანსი გვქონდა.

2017 წელს, 20 წლამდე საიუბილეო, მე-10 ჩემპიონატი საქართველოს ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. ჯგუფურ ეტაპს აია არენა და ავჭალის სტადიონი მასპინძლობდა, ფლეი ოფები და ფინალები კი, მიხეილ მესხზე შედგა.

ტურნირის დასრულების შემდეგ მსოფლიო რაგბიმ მის საორგანიზაციო მხარეს უმაღლესი შეფასება მისცა და საუკეთესოდ ორგანიზებული ჩემპიონატი უწოდა. მაშინ ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა და ჩემპიონის ტიტული ახალმა ზელანდიამ მოიპოვა (ფინალში ინგლისი 64:17 დაამარცხა), საქართველო კი მე-10 ადგილს დასჯერდა.

2026 წელს 20 წლამდე ჩემპიონატს ასევე თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს, მონაწილეთა რაოდენობა კი 16-მდე იზრდება და ქართველ გულშემატკივარს რაგბის მომავალი ვარსკვლავების ხილვის მეტი შესაძლებლობა ექნება.

საქართველოში ჩამოვა ის 11 გუნდი, რომლებიც ჩვენს ნაკრებთან ერთად ამჟამად იტალიაში მიმდინარე ჩემპიონატს თამაშობენ: სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ინგლისი, არგენტინა, ავსტრალია, უელსი, იტალია, ირლანდია, შოტლანდია და ესპანეთი. მათ დაემატება ოთხი ქვეყანა, რომლებმაც შარშანდელ ალაფაზე მოწინავე ადგილები დაიკავეს: ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები