გამოგვიწერეთ

ძალოსნობა

ნათია გადელია ევროპის ჩემპიონია

გააზიარეთ

ალბანეთში მიმდინარე 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნათია გადელია (+86კგ) პირველ ადგილზე გავიდა და ბებერი კონტინენტის ჩემპიონობა არავის დაუთმო.

გადელიამ ექვსივე ცდა წარმატებით გამოიყენა: ატაცში ჯერ 100 კილოგრამი დასძლია, შემდეგ მოუმატა – 104 და 106 კილოგრამებს შეეჭიდა და ორივეს წარტებით. გადელია ამ დისციპლინაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მეორე დისციპლინაში ქართველმა ძალოსანმა 125, 130 და 135 კილოგრამი აკრა და ოქროს მედალი მოიპოვა, რაც ორჭიდის ჯამშიც (241კგ) საჩემპიონო მაჩვენებელი გამოდგა.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ძალოსნობა