გამოგვიწერეთ

ძალოსნობა

ლაშა ტალახაძე სპორტს უბრუნდება

გააზიარეთ

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს შვიდგზისა და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე დიდ სპორტში ბრუნდება. – ამის შესახებ ინფორმაციას
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ვებგვერდზე ვიდეოცაა, სადაც ლაშა ტალახაძე აცხადებს, რომ გუნდთან ერთად ორი თვეა ვარჯიშობს და რომელიმე დიდ ტურნირზე გამოსვლას აპირებს. მისი მიზანი 2028 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიის მოპოვებაა.

ლაშა ტალახაძე ამჟამად, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი და ასევე საქართველოს პარლამენტის წევრია. მან პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება 2024 წელს მიიღო. იგი საკანონმდებლო ორგანოში მმართველ პარტია
,,ქართული ოცნებას” წარმოადგენს. ტალახაძემ პარლამენტში ყოფნისას, სხვა კანონებთან ერთად მხარი ე.წ. ,,აგენტების კანონსაც” დაუჭირა.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ძალოსნობა