გამოგვიწერეთ

რაგბი

ოთხი ქართველი მაღალი დონის ტურნირზე იმსაჯებს

გააზიარეთ

ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) უმაღლესი დონის ტურნირზე – ჩემპიონთა თასზე, ოთხი ქართველი მსაჯი იმუშავებს.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩემპიონთა თასი 1995 წლიდან ტარდება. 2021 წლის 12 დეკემბერს, ნიკა ამაშუკელი გახდა პირველი ქართველი რეფერი, რომელმაც ამ ტურნირზე იმსაჯა. მას შემდეგ ნიკას არაერთხელ მოუწია ჩემპიონთა თასის შეხვედრების განსჯა. მოგვიანებით საბა აბულაშვილიც შეუერთდა, ახლა კი, პირველად ქართული და ევროპული რაგბის ისტორიაში, საქართველო ჩემპიონთა თასზე ერთბაშად ოთხი მსაჯით იქნება წარმოდგენილი და თანაც ზედიზედ ორ მატჩში.

პირველ ტურში, 6 დეკემბერს, ფრანგული ბაიონი სამხრეთ აფრიკულ შტორმერსს მასპინძლობს და მოედნის მსაჯი ნიკა ამაშუკელია, ხოლო კიდეებიდან საბა აბულაშვილი და საბა მახარაძე დაეხმარებიან. ვიდეო-რეფერის დამხმარე კი, იოსებ ჯაფარიძე იქნება. მახარაძისა და ჯაფარიძესთვის ეს სადებიუტო მატჩი იქნება ჩემპიონთა თასზე.

ეს ოხეული იქნება 14 დეკემბერს, მეორე ტურში ფრანგული ტულონისა და ინგლისურ ბათსის ჯახზე. რაგბიში ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება განსაკუთრებული მოვლენაა, ეს თამაში მეორე ტურში ცენტრალურადაა მიჩნეული და სასიამოვნოა მისი განსჯა ქართველებს რომ ანდეს.

ნიკა ამაშუკელი:

„ორი პრინციპული, მაღალ პროფილური თამაში გველის და ძალიან მიხარია EPCR-მა მათი განსჯა სრულად ქართულ სამსაჯო გუნდს გვანდო. მე და აბულაშვილს ჩემპიონთა თასზე ერთად ადრეც გვიმუშავია, საბა მახარაძე და იოსებ ჯაფარიძე კი დებიუტანტები არიან. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული რაგბისთვის. ორივე დებიუტანტი მუხლჩაუხრელად შრომობს, არ ერიდებიან წნეხს, ბოლო პერიოდში საგრძნობი პროგრესი აქვთ და ძალიან გამიხარდა რომ ეს შრომა დაუფასდათ. ჯაფარიძე ვიდეო-რეფერის დამხმარეს ამპლუაში იქნება, გაეცნობა გარემოსა და სპეციფიკას, რის შემდეგაც ახალ დანიშვნებს მიიღებს. მახარაძესთან ერთად დააგროვებს გამოცდილებას, რომელიც მომავალში ძალიან წაადგება როგორც შიდა, ასევე საერთაშორისი რაგბს“.

საბა მახარაძე:

„ასეთ სცენაზე სამსაჯოდ პირველად ვიქნები, რაც ჩემთვის საპასუხისმგებლო და ამაღელვებელი მომენტია. ამ დანიშვნას წინ უძღოდა მრავალი წლის მუშაობა, ახლა კი უმაღლესი დონის საერთაშორისო რაგბში პირველ ნაბიჯებს გადავდგამ. მელოდება დიდი ემოციები და ისეთი გამოცდილება, რომლის მსგავსი აქამდე არ მქონია. ამ ყველაფერში კი უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს რაგბის კავშირს და ჩვენს სამსაჯო სკოლას. ასევე ნიკა ამაშუკელს, რომელმაც გზა გაკვალა და ჩვენც გაგვხადა უმაღლესი დონის რაგბის ნაწილი. ჩემპიონთა თასზე გუნდურად პირველად წარვსდგებით და ვეცდებით მაქსიმალურად საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ როგორც ჩვენი თავი, ასევე საქართველოს სახელი“.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად რაგბი