საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის 2025 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც წლის საუკეთესო შედეგებით გამორჩეულები დაჯილდოვნენ.
ნომინაციებში გამარჯვებულთა სია ასეთია:
2025 წლის საუკეთესო გუნდი: პარაძიუდოს ნაკრები;
საუკეთესო მწვრთნელი: პარაძიუდოს ნაკრების მწვრთნელი ლევან ქოჩიევი;
მსოფლიოსა და ევროპის რეკორდებისთვის დაჯილდოვდნენ პარაძალოსანი აკაკი ჯინჭარაძე და უსინათლო პარაძალოსანი მირიან ოგნაძე;
2025 წლის საუკეთესო პარაათლეტი კაცი გიორგი ქალდანი დასახელდა;
2025 წლის საუკეთესო პარაათლეტი ქალი ნინა თიბილაშვილი გახდა;
ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტის სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, პარალიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, პარალიმპიელი ჩემპიონ პრიზიორები, მწვრთნელები და ფედერაციების წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები.
სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ჩვენს პარალიმპიელებს წარმატებები უსურვა. ხაბელოვმა მონაწილეობა მიიღო საუკეთესო პარალიმპიელი ქალის დაჯილდოების ცერემონიალში.