გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გოჩოლეიშვილს სამი წუთი დაუთმეს

გააზიარეთ

გერმანიის ბუნცდესლიგაში ქართველი ფეხბურთელების გუნდებიდან დღეს მხოლოდ გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგმა ითამაშა. ჩრდილოელები შინ ფრანკფურტის აინტრახტს დაუზავდნენ – 1:1.

გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე მხოლოდ 87-ე წუთზე შევიდა. შედეგად, ამ დროში დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებია.

ჰამბურგს 16 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე აინაცვლა.

რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმს, ხვალ გერმანული ფეხბურთის გრანდ მიუნხენის ბაიერნს გაეჯიბრება. თუმცა, ქართველის გარეშე – ბუდუს ტრავმა აწუხებს და ამ წელში ვეღარ ითამაშებს.

ჰაიდენჰაიმი 11 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები