გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

პორტუგალიიდან ქუთაისში

გააზიარეთ

ევროტურნირების წინ, ქუთაისის ტორპედო გაძლიერებას აგრძელებს და კიდევ ერთ ფეხბურთელს იმატებს. Georgian footy-ს ცნობით,  29 წლის სორი მანე ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს.

გვინეა-ბისაუელი დაცვითი სტილის ნახევარმცველი ბოლოს პორტუგალიის მეორე ლიგაში  აკადემიკო ვისეუს ღირსებას იცავდა და გასულ სეზონში 31 შეხვედრა გამართა.

სორი  მანემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა პორტუგალიაში გაატარა. სხვადასხვა დროს: ოლჰანენსეს, კოვა პეიდადეს და მორიერენსეში თამაშობდა.

2017 წლიდან  თამაშობს გვინეა-ბისაუს  ეროვნულ გუნდში და  მის ანგარიშზე 37 ჩატარებული მატჩია. Transfermarket-ის მიხედვით, მანეს სატრანსფერო ღირებულება  375 000 ევროა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ტრანსფერები