გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

როგორ შეუერთდნენ ერთმანეთს ორბი და სელეროს აკადემია?

გააზიარეთ

ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვთა და ახალგაზრდულ აკადემიებს, რომლებიც მომავალი თაობის ფეხბურთელებს ზრდიან. ერთ-ერთი ასეთი პროექტია სელერო – აკადემია, რომელმაც სულ რამდენიმე წელში შეძლო საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა ქართულ საფეხბურთო სივრცეში.

როგორც მოგეხსენებათ, სანდრო ტატიშვილთან ინტერვიუ ჩავწერეთ, გთავაზობთ ამონარიდს, სადაც წერია, თუ როგორ შეუერთდნენ ერთმანეთს სელეროს აკადემია და ორბი.

„ამერიკაში მცხოვრები ჩვენი მეგობრები – სანდრო ქოროღლიშვილი და გიორგი ძაგნიძე დამეგობრდნენ, იქიდან დაიწყო ურთიერთობა და საბოლოოდ გადავწყვიტეთ ერთად გვემუშავა. სელერო გახდა საფეხბურთო კლუბ ორბის თანამფლობელი და ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელები გადადიან მთავარ გუნდში. ჩვენი თანამშრომლობა 50/50-ზეა. გუნდის 50% მე და ნიკას გვეკუთვნის, 50% კი – გიორგი კოროხაშვილის, სანდრო ქოროღლიშვილს და ბესო ზედელაშვილს ეკუთვნით. მომავალში ორბს სახელი შეეცვლება და სელერო დაერქმევა.

ორბთან გაერთიანებით, ჩვენს ბიჭებს შეუძლიათ პირდაპირ მთავარ გუნდში ითამაშონ. უკვე მოხდა ორი ფეხბურთელის ინტეგრაცია – ზუკა ქავთარაძე (18 წლის) და დაჩი მერკვილაძე (15 წლის).“, – ამბობს სანდრო ტატიშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი