გამოგვიწერეთ

MMA

როდის ჩაატარებს ილია თოფურია უახლოეს ბრძოლას?

გააზიარეთ

სავარაუდოდ, ქართველი მებრძოლის ილია თოფურიას ბრძოლა UFC 323-ის ფარგლებში იგეგმება, რომელიც 6 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

ინფორმაცია ესპანურ მედიაში გავრცელდა, სადაც ილიას სახელთან დაკავშირებულ სიახლეებს საკმაოდ სანდო წყაროები ადასტურებენ. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, ვარაუდი საკმაოდ რეალურია.

რაც შეეხება მეტოქეს – ყველაზე ხშირად ჯასტინ გეიჯის სახელია ნახსენები. მოლოდინები მას შემდეგ გაიზარდა, რაც “მატადორის” მენეჯერმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა და შემდეგ მალევე წაშალა, რაც ფანებისათვის აშკარა მინიშნებად იქცა.

UFC 323 ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ღონისძიება იქნება წლის ბოლოსთვის.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად MMA