გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

საზონოვი განაცხადში ბრუნდება, ეს საბას შანსია

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებისა და ტორინოს მცველი საბა საზონოვი ბოლოს მოედანზე გასული წლის 17 აგვისტოს გამოჩნდა და ისიც სამი წუთით. იყო ტრავმები, რომელმაც ფორმიდან ამოაგდო, ტორინოს მისი გასხვისებაც უნდოდა. ახლოს იყო ესპანურ ხეტაფეში გადასვლასთან, მაგრამ ბოლო წამს ჩაიშალა და…

თუმცა, ახლა შანსი აქვს შემადგენლობაშიც დაბრუნდეს და დაამტკიცოს, რომ ტორინოში აქამდე უსამართლოდ ექცეოდნენ. საქმე ის არის, რომ აფრიკის თასის გამო ტურინული კლუბი საულ კოკოსა და ადამ მასინას მოისაკლისებს. ეს კი საბას შანსია.

შესაძლოა, საზონოვი პირდაპირ შემადგენლობაში არ გამოჩნდეს, მაგრამ განაცხადში აუცილებლად იქნება. ეს თავად ტორინოს მთავარმა მწვრთნელმა მარკო ბარონიმ სასუოლოსთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, საზონოვი გუნდის განაცხადში დავაბრუნოთ. საბა ბოლო პერიოდში სრული დატვირთვით ვარჯიშობდა და მზად არის, მინდორზე გავიდეს. საბა თითქმის წასული იყო გუნდიდან, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა. ახლა ტორინოს წევრია და მისი შემადგენლობაში შეყვანა სწორი გადაწყვეტილებაა. მან ეს დაიმსახურა“, – განაცხადა ბარონიმ.

ტორინოს სასუოლოსთან მატჩი 21 დეკემბერს, სტუმრად აქვს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები