
NBA-ში სეზონი დასასრულს უახლოვდება და ეს ყველაფერი ქართველების გარეშე ხდება, ოკეანისგაღმა მოთამაშე ორივე ჩვენებური სეზონს ფლეი ოფის სტარტზევე დაემშვიდობა. თუმცა, ამერიკულ მედიაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ერთი სახელი – სანდრო მამუკელაშვილი.
ქართველი ფორვარდი ტორონტო რეპტორსის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო კალათბურთელად ჩამოყალიბდა და რეგულარულ სეზონში მეექვსე მოთამაშის ნომინაციაშიც შეიყვანეს. კარგი სეზონის გამო, სანდრო თავისუფალი აგენტების ბაზარზე მნიშვნელოვან ფიგურად განიხილება.
რას წერენ მედიაში?
ამერიკული გამოცემა Sports Illustrated პირდაპირ წერს, რომ მამუკელაშვილი, შესაძლოა, ტორონტოსთვის ზედმეტად კარგადაც კი თამაშობდეს, რადგან მისი შენარჩუნება კლუბისთვის ფინანსურად რთული ხდება. გამოცემის მიხედვით, NBA-ში უკვე არსებობს რამდენიმე გუნდი, რომელიც მზად იქნება უფრო დიდი კონტრაქტი შესთავაზოს.
Toronto Raptors On SI-ში კი წერენ, რომ ქართველმა კალათბურთელმა კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა და ქულებში, მოხსნებსა და სროლის პროცენტში პროგრესი ერთდროულად ჰქონდა. ჟურნალისტები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მისი კონტრაქტი ლიგის ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან გარიგებად იქცა.
ანალიტიკოსები განსაკუთრებით გამოყოფენ: სამქულიანის სროლას, პასის კულტურას, სწრაფ გადაწყვეტილებებს, მოძრაობას ბურთის გარეშე, ენერგიასა და ინტენსივობას. როდესაც ქართველი მოედანზე შედის, რეპტორსის თამაში უფრო სწრაფი, აგრესიული და ორგანიზებული ხდება. მამუკელაშვილს ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ მოთამაშედაც მიიჩნევენ.
Raptors Republic წერს, რომ მამუკელაშვილი სეზონის განმავლობაში გუნდის ენერგიის წყაროდ იქცა. მათი შეფასებით, ქართველი სკამიდან მოედანზე შესვლის შემდეგ თამაშის რიტმს მთლიანად ცვლიდა.
რას წერენ გულშემატკივრები?
Reddit-ზე NBA-ის ფანები ხშირად აღნიშნავენ, რომ სანდრო იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე მისი სტატუსი ან კონტრაქტი აჩვენებს და თამაშზე ყოველთვის გავლენას ახდენდა. ასევე წერენ, რომ ტორონტომ ძალიან იაფად მიიღო ძალიან ღირებული მოთამაშე.
რა არის მამუს მთავარი პრობლემა?
მიუხედავად ძლიერი სეზონისა, მამუკელაშვილის მიმართ კრიტიკაც არსებობს. NBA-ის მიმომხილველები და ფანები ყველაზე ხშირად მის დაცვაზე საუბრობენ. Reddit-ის მომხმარებლები წერენ, რომ ფიზიკურად ძლიერ მეტოქეებთან ზოგჯერ უჭირს და სწორედ ამიტომ ფლეი ოფში ნაკლებად ეფექტური იყო.
განსაკუთრებით კლივლენდთან სერიაში გამოჩნდა, რომ ელიტურ დაცვასთან თამაში მისთვის რთული გახდა. თუმცა ბევრი მაინც მიიჩნევს, რომ რეგულარულ სეზონში მისი მნიშვნელობა ტორონტოსთვის ძალიან დიდი იყო.
რა ელის მომავალში?
Sports Illustrated და Sporting News წერენ, რომ მამუკელაშვილი, დიდი ალბათობით, მიმდინარე კონტრაქტიდან გამოვა და თავისუფალი აგენტი გახდება, რადგან ბაზარზე ბევრად მაღალი ღირებულება აქვს.
ევროპულ მედიაშიც უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ევროლიგის რამდენიმე გუნდი ინტერესდება, თუმცა NBA-ში დარჩენა კვლავ ყველაზე რეალური სცენარია…
იხილე მეტი
-
ტანვარჯიში
/ 14 წუთი agoმსოფლიო თასის ფინალში ხუთი ქართველია
გააზიარეთტაშკენტში მიმდინარე სპორტულ ტანმოვარჯიშეთა მსოფლიოს თასზე ფინალში მონაწილეობის უფლება კიდევ ერთმა ქართველმა მოიპოვა. ტურნირის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 6 საათის agoვილი სანიოლის პრესკონფერენცია
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 2 ივნისს რუმინეთს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 6 საათის agoსანიოლი: არ ვიცი, ხვიჩა მსოფლიოში საუკეთესოა, თუ – არა
გააზიარეთივნისის სანაკრებო მატჩების წინ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი