გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველომ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა

გააზიარეთ

ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ბოლოსწინა მატჩი დანიასთან 74:85 წააგო და A დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგა. მეტიც, უფრო დიდი შანსია ბოლო ადგილზე გავიდნენ.

კოტე ტუღუშის გუნდს მატჩის დასაწყისშივე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ავთანდილ ბახტაძე გამოაკლდა, რამაც გარკვეული გავლენა კი იქონია, მაგრამ სკანდინავიელებთან მოგება გვჭირდებოდა. თუმცა, არაფერი გამოვიდა და ჩვენებმა ყველა მეოთხედი წააგეს.

გასულ მატჩში კოტე ტუღუშის გუნდში საუკეთესო ლუკა ლომთაძე იყო, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო, თენგო გოგიშვილმა კი 13 ქულა მიითვალა.

არადა, ბოლო ტურის წინ C ჯგუფში მეტად საინტერესო ვითარებაა და ეს ყველაფერი საქართველოს გარეშე ჩაივლის… ავსტრიის ნაკრები 3 მოგებითა და 1 მარცხით ლიდერობს; შვეიცარიას, ნიდერლანდებს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და დანიას 2-2 მოგება-წაგება აქვთ; საქართველოს მხოლოდ ერთი მოგება. ბოლო ტურში ჩვენები ნიდერლანდელებს ეთამაშებიან, ავსტრია შვეიცარიას გაეჯიბრება, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია – დანიას.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი