გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველო ევროპისთვის სომხეთში მოემზადება

გააზიარეთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მზადების ფარგლებში ერევნის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს.

ტურნირი სომხეთის დედაქალაქში 21-24 დეკემბერს გაიმართება. „ჯვაროსნები“ სამ მატჩს ითამაშებენ. განრიგი კი, ასეთია:

21 დეკემბერი: ყირგიზეთი-საქართველო;

22 დეკემბერი: საქართველო-მოლდოვა;

24 დეკემბერი: სომხეთი-საქართველოლ

შეგახსენებთ, ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი ეყოლება.

აქვე ევრო 2026-ის ჯგუფური ეტაპის კალენდარი:

21 იანვარი: ლატვია-საქართველო (რიგა, ლატვია);

25 იანვარი: ხორვატია-საქართველო (რიგა, ლატვია);

28 იანვარი: საქართველო-საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა).

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები