გამოგვიწერეთ

ნაკრები

ფუტსალის ნაკრები პირდაპირ ძირითად ბადეში მოხვდა

გააზიარეთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 2028 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული კვალიფიკაციაში თამაში აირიდა.

13 დეკემბერს მომავალი მუნდიალის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდი წინასწარ ეტაპზე არ ითამაშებს.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წინასწარი რაუნდით დაიწყება, სადაც ექვსი ჯგუფი. თითოეულიდან ორი საუკეთესო ძირითად რაუნდში გავა, სადაც 24 საუკეთესო რეიტინგის მქონე ნაკრები შეუერთდება. მათ შორის არის საქართველოც.

ჩვენები მეტოქეებს 2026 წლის 19 მაისს გაარკვევს. მერე კი ოთხი ფანჯარაა და მუნდიალის ყველა მონაწილე 2027 წლის მარტში გახდება ცნობილი.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები