გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველო ჩეხეთთანაც დამარცხდა

გააზიარეთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა და მორიგი მარცხი იწვნია. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი ამჯერად ჩეხეთთან დახურულ მატჩში დამარცხდა – 83:103.

ცხადია, არ უთამაშია გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას. მის გარდა მთავარმა მწვრთნელმა ჩეხებთან მოედანზე არ გაიყვანა სანდრო მამუკელაშვილი. ასევე სათადარიგოთა შორის დარჩნენ სანდრო სანაძე, ლუკა მაზიაშვილი, ილია ლონდარიძე და გიორგი სულაბერიძე. სამაგიეროდ, რატი ანდრონიკაშვილს 14 წუთი დაეთმო, ვისი ტრავმაც პოლონეთთან სერიოზული არ აღმოჩნდა.

გიორგი შერმადინმა და დუდა სანაძემ 17-17 ქულა მიითვალეს; კამარ ბოლდუინის ანგრიშზე 14 ქულა და 9 პასი დაგროვდა; გოგა ბითაძეს 11 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა; სხვა კალათბურთელების შედეგიანობა ქულების მხრივ ასეთია: ბექა ბურჯანაძე (8); ალექსანდრე ფევაძე (6); კახა ჯინჭარაძე (5); ანდრონიკაშვილი (3); კორსანტია (2); ოჩხიკიძე (0).

ევრობასკეტამდე ბოლო ამხანაგურ მატჩს ჩვენი ნაკრები 21 აგვისტოს კვლავ ჩეხეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი ამჯერად ღია იქნება და მისი ხილვის საშუალებაც გვექნება.

ჩეხებთან დაპირისპირების შემდეგ გუნდი კვიპროსზე გაემგზავრება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი