გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

სიგუას გოლი და კაშიას საგოლე პასი კონფერენციის ლიგაში

გააზიარეთ

UEFA-ს კონფერენს ლიგის 2025-26 წლის სეზონის ძირითადი ეტაპის ბოლო, მეექვსე ტურში ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც ითამაშეს. მათგან ორი ფლეი ოფში გავიდა, ორიც კი, მის მიღმა დარჩა.

გაბრიელ სიგუა ლოზანა-ფიორენტინას (1:0) მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ჩვენებურმა 59-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა იტალიური ფიორენტინა და ლოზანა ფლეი ოფში მეცხრე ადგილით გაიყვანა, რაც მეთესმეტედფინალის მომტანი აღმოჩნდა.

საუკეთესო რვა გუნდს შორის გავიდა და პირდაპირ მერვედფინალში ითამაშებს ირაკლი აზაროვის დონეცკის შახტარი. უკრაინული გუნდი ბოლო ტურში ხორვატულ რიეკას უგოლოდ დაშორდა და მეექვსე ადგილი დაიკავა. აზაროვს არ უთამაშია.

საგოლე პასი გაახერხა გურამ კაშიამ, რომლის სლოვანმაც შვედური ჰაკენი 1:0 კი დაამარცხა, მაგრამ ფლეი ოფში ვერ გავიდა.

დრამატული გამოდგა ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას სტუმრობა ათენის აეკ-თან. ჩვენებურის გუნდი 65-ე წუთამდე 2:0-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც დამარცხდა – 2:3.

მექვაბიშვილი მსაჯის მიერ კონპენსირებული დროის მეექვსე წუთზე შეცვალეს. ამ დროს კრაიოვა ისევ იგებდა, მაგრამ 98-ე და 114-ე წუთებზე ორი გოლი გაუშვა და ფლეი ოფში გასასვლელად ერთი ადგილი დააკლდა.

მერვედფინალში გადასასვლელი ფლეი ოფის წილისყრა 16 იანვარს გაიმართება. პირველი მატჩები 19 თებერვალს ჩატარდება, განმეორებითი – 26 თებერვალს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები