გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

სლუცკი: “წარმოიდგინეთ, ერთად თამაშობდნენ მხითარიანი, კვარაცხელია და უკრაინელები”

გააზიარეთ

შანხაი შენჰუას მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, საბჭოთა და თანამედროვე ფეხბურთის შედარებისას მორიგი განცხადება გააკეთა და ამ კონტექსტში თბილისის დინამოს წარმატებაც გაიხსენა. რუსი სპეციალისტი ასევე შეეხო ხვიჩა კვარაცხელიას.

“ხშირად მესმის მოსაზრება, თითქოს საბჭოთა პერიოდის ფეხბურთი დღეს არსებულზე უკეთესი იყო, თუმცა ამაზე ვერ დავთანხმდები. მაშინ საბჭოთა კავშირის ნაკრებს 15 ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავდა შერჩეული. წარმოიდგინეთ, დღევანდელ ფეხბურთში ერთად თამაშობდნენ მხითარიანი, კვარაცხელია და თანამედროვე უკრაინელი ლიდერები, მათგან უმაღლესი დონის გუნდი გამოვიდოდა.

რაც შეეხება საკლუბო დონეს: მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა 15 რესპუბლიკას აერთიანებდა, ევროპის მასშტაბით წარმატებას მხოლოდ ორ კლუბს კიევის დინამოსა და თბილისის დინამოს მოუტანია. ეს ცხადყოფს, რომ წარსულში ჩვენს ფეხბურთს უფრო მეტი პრობლემა ჰქონდა, ვიდრე დღეს ბევრი მიიჩნევს”, – აღნიშნა სლუცკიმ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი