გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

სრული შემადგენლობით მსოფლიო ჩემპიონატზე

გააზიარეთ

24-29 მარტს პრაღა ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩეხეთის დედაქალაქში საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ჩავა.

კაცებში იასპარეზებს ნიკა ეგაძე, ვინაც ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი აიღო, ხოლო ოლიმპიადაზე მე-10 შედეგი აჩვენა;

ქალებში ანასტასია გუბანოვა გვეყოლება, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზე გავიდა, ოლიმპიურ თამაშებზე კი, მეცხრე იყო;

რიტმულ ცეკვებში ყინულზე დიანა დევისი და გლებ სმოლკინი გავლენ. წყვილი ევროპის ჩემპიონატზე დევისი და სმოლკინი მეექვსე ადგილით დაკმაყოფილდნენ, ოლიმპიადაზე კი – მე-13;

და მთავარი იმედი: სპორტულ ცეკვებში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავა იქნებიან. მათ მედლის მოპოვების ყველაზე კარგი შანსი აქვთ. ერთი იმიტომ რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან, პლუს პლიმპიადაზე მეოთხე შედეგი აჩვენეს. ამასთან, პრაში არ იქნებიან იაპონელები რიკუ მიურა და რიუიჩი კიჰარა – მსოფლიოსა და ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონები.

25 მარტს ქალები მოკლე პროგრამას შეასრულებენ, თავისუფალში კი, 27 მარტს იასპარეზებენ; 25 მარტსვე გავლენ ყინულზე სპორტული წყვილებიც, მაგრამ თავისუფალი უკვე 26 მარტს ექნებათ; კაცები ტურნირს 26 მარტს დაიწყებენ, ხოლო თავისუფალს 28 მარტს შეასრულებენ; 27 მარტს ყინული რიტმულ ცეკვებს დაეთმობათ, თავისუფალში კი, 28 მარტს ისრიალებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები