გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

აპოლო ჯგუფში წაუგებლად ჩარჩა

გააზიარეთ

კონფერენციის ლიგის გათამაშებაში თბილისის აპოლო სპორტ მენეჯმენმა ჯგუფური ეტაპი მოგებით დაასრულა, მაგრამ ფლეი ოფში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა. ქართულმა გუნდმა ზედიზედ სამი ფრე ითამაშა, მათგან ორი პენალტების სერიაში წააგო, ხოლო ერთში იმარჯვა, ბოლო ტურში კი, ფრანგულ მონპელიეს 20:13 აჯობა.

საბოლოოდ, აპოლომ შვიდი ქულა დააგროვა და C ჯგუფში მხოლოდ უნგრულ ჰონვედსა (11 ქულა) და იტალიურ დე აკერს (8 ქულა) ჩამორჩა. ისიც ვთქვათ, რომ ჩვენები ორივე გუნდს ფრედ ეთამაშნენ და ორივესთან პენალტებში დამარცხდნენ. დე აკერს კი, ძირითად დროში წაგებაც ჰქონდა, ჩვენ – არა.

D ჯგუფში ოთხივე მატჩი წააგო თბილისის დინამომ და უქულოდ ბოლო, მეხუთე ადგილზე გავიდა.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები