გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სუპერლიგას ორი ლიდერი ჰყავს

გააზიარეთ

სუპერლიგის მერვე ტურის სამი მატჩი გაიმართა, რომელთაგან ორი ძალიან დაძაბული გამოდგა.

დავიწყოთ მარტივით: ერთი წაგების მქონე თსუ-მ და ჯერ მოუგებელ გურჯაანის დელტას უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო დიდი სხვაობით იმარჯვა – 97:68.

სტუდენტები თავიდანვე რომ დაწინაურდნენ, მეტოქე ახლოს აღარ გაიკარეს და გამარჯვებამდე ისე მივიდნენ, ეჭვის ქვეშ ერთელაც არ დაუყენებიათ.

ტყიბულში ორბმა ვსა-ს უმასპინძლა, რომელიც დაკარგული ქულებით ქუთაისსა და თსუ-ს მსგავსად იყო, მაგრამ იმერეთში მეორედ დამარცხდა. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, როდესაც ოთხი წამით ადრე ლარი ოსტინმა ორბი 84:83 დააწინაურა.

რუსთავი მეორე პერიოდში 20 ქულით უგებდა კავკასიას, მაგრამ საბოლოოდ – 79:82 წააგო. კავკასიელთა გამარჯვება ლუკა მაზიაშვილის შედეგიანობამ განაპირობა, რომელმაც ცხრიდან შვიდი სამქულიანი ჩააგდო. აქედან სამი ბოლო პერიოდში და რუსთაველებს მოგების საშუალება არ მისცა.

ამ დროისთვის ცხრილის თავში თითო წაგების მქონე ქუთაისი და თსუ რჩებიან, ვსა ლიდერებს ერთი ზედმეტი მარცხით ჩამორჩება.

მერვე ტურის ბოლო მატჩი კვირას, გორში გაიმართება, სადაც ივერიონი რაშს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი