გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუ 11 ქულით დაბრუნდა, ტორონტო – მოგებით

გააზიარეთ

NBA-ში ტორონტო მოგებით დაბრუნდა. რეგულარულ სეზონში თასით გამოწვეული პაუზა იყო და ეს შესვენება სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსს გამოადგა. ანტრაქტამდე კანადელებმა მაგრად აურიეს, მიჯრით ოთხი მატჩი წააგეს და ცხრილშიც გვარიანად დაქვეითდნენ. თუმცა, გამთენიისას მაიამი ჰიტი სტუმრად 106:96 დაამარცხა ოდნავ გამოიკეთა.

მამუმ მოედანზე 18:33 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ ოთხიდან ორი ორქულიანი და ხუთიდან ორი სამქულიანი ჩააგდო, რასაც ერთი საჯარიმოც დააყოლა. პასივში მხოლოდ დაკარგვა ჰქონდა, ხოლო მისი მოედანზე ყოფნისას ტორონტომ მეტოქეზე 19 ქულით მეტი ჩააგდო.

ტორონტოს 27 თამაშის შემდეგ 16 მოგება და 11 მარცხი აქვს. კანადელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე არიან, ხოლო მომდევნო მატჩში მამუს ყოფილ გუნდს, მილუოკის ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი