გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

ფიგურულ მოციგურავეთა ვერცხლი და ბრინჯაო

გააზიარეთ

ფიგურული სრიალის  ISU-ს გრან პრის სერიის მეხუთე ეტაპს აშშ უმასპინძლა და ქართული დელეგაციისთვის წარმატებული გამოდგა.

ლეიკ პლესიდში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ვერცხლის მედალი და ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

მოკლე პროგრამაში მეტელკინა-ბერულავას დუეტი უშეცდომო იყო და 78.83 ქულით ლიდერობდნენ კიდეც, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში დაშვებული შეცდომების შედეგად მხოლოდ მეოთხე ადგილი ერგოთ. თუმცა, ორი პოგრამის ჯამში მეორე ადგილი მაინც დაიკავეს.

შეგახსენებთ, მეტელკინა-ბერულავას წყვილმა ცოტა ხნის წინ ჩინეთის გრან პრის მესამე სერია მოიგეს. სწორედ ამ ამჩვენებლებით მოიპოვეს ფინალში სრიალის უფლება.

ანასტასია გუბანოვა კი ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა მოკლე პროგრამა 68.07 ქულითა და მეოთხე ადგილით დახურა. თავისუფალი პროგრამა კი, უკეთ შეასრულა და მხოლოდ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, მასპინძელ ალისა ლუს ჩამორჩა. საბოლოოდ, გუბანოვამ 204.69 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში იტალიელ ლარა გუტმანს 0.4 ქულით აჯობა.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები