გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

მოციგურავეები ოლიმპიადაზე გუნდურად გამოვლენ

გააზიარეთ

2026 წლის 6-22 თებერვალს მილანი ზამთრის ოლიმპურ თამაშებს უმასპინძლებს. დღეს გაირკვა, რომ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები იმ ათ ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებიც მონაწილეობას გუნდურ ტურნირში მიიღებენ.

აშშ, იაპონია, იტალია, კანადა, საქართველო, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, ჩინეთი და პოლონეთი ის ქვეყნებია, ვისაც ეს პატივი ერგო.

გუნდური ტურნირი 6-8 თებერვალს ჩატარდება, რის შემდეგ სტარტს უკვე ინდივიდუალისტები (9-19 თებერვალი) აიღებენ. ისიც ვთქვათ, რომ ოთხივე კატეგორიაში (კაცები, ქალები, სპორტული და რიტმული ცეკვები) ლიცენზიები მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ მოიპოვა: საქართველო, აშშ, კანადა, იტალია და ჩინეთი.

2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენს ქვეყანას წარადგენენ: ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია გუბანოვა (ქალები), ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილები), დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (რითმული ცეკვები).

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები