გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ქართველები ფლეი ოფში გასასვლელად იბრძვიან

გააზიარეთ

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და აღმოსავლეთ კონფერენციაში ფლეი ოფში გასასვლელად მაგარი ბრძოლაა გაჩაღებული. შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ორივე ქართველის გუნდი გავიდეს, შესაძლოა ისიც, რომ ორივე მის მიღმა დარჩეს.

გოგა ბითაძის ორლანდომ სტუმრად ნიუ ორლეანთან ითამაშა და 112:108 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების ცენტრს მოედანზე 16:15 წუთი ერგო, რა დროშიც თავი 6 ქულას, 8 მოხსნას, 2 დაფარებას, თითო პასსა და ჩაჭრას მოუყარა. გოგამ ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი, ფლორიდელებმა მეტოქეზე ცხრა ქულით მეტი ჩააგდეს.

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტომ კი, სტუმრად ბოსტონ სელტიქსთან წააგო – 101:115.

ჩვენებურმა მოედანზე 24:03 წუთი გაატარა და კანადურ გუნდს 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი შესძინა. ქართველმა ერთადერთი ორქულიანი ააცილა, სამიდან ორი სამქულიანი ჩააგდო და ოთხიდან ოთხივე საჯარიმო გამოიყენა. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში ტორონტომ რვა ქულით ნაკლები ჩააგდო.

ტორონტო 43 მოგებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში ფლეი ოფში გამსვლელ ბოლო, მეექვსე ადგილზეა. ასეთივე მაჩვენებელი აქვს ფილადელფიას. შემდეგ მოდიან შარლოტი (43 მოგება, 36 წაგება) და ორლანდო (42 მოგება და 36 წაგება) და მაიამი (41 მოგება 37 მწაგება). შარლოტის გარდა ყველა გუნდს რეგულარულ სეზონში ჩასატარებელი ოთხი თამაში დარჩა. შემდეგ ტურში ტორონტო შინ მაიამის დაუხვდება, ხოლო ორლანდო კონფერენციის ლიდერ დეტროიტს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი