გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ქუთაისმა ბრძოლაში მოიგო, მარგვეთმა – მარტივად

გააზიარეთ

საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის კიდევ ორ მატჩიდან, ერთს საოცარი დასასრული ჰქონდა. ბათუმმა ქუთაისს უმასპინძლა და ბოლო წამზე მიღებული სამქულიანით 70:72 დამარცხდა.

არადა, მესამე მეოთხედში ზღვისპირელები 22 ქულით იგებდნენ – 14 წუთით ადრე 60:38 მიჰყავდათ. ზუსტად ცხრა წუთში ანგარიში უკვე თანაბარი იყო – 65:65. ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. ხან იმერული კლუბი გალიდერდებოდა, ხანაც – აჭარული, ბოლო მომენტში კი დრამა გათამაშდა: ორი ქულით მოლიდერე ქუთაისელებმა შეტევა გააცუდეს და ბათუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა, მაირინ ტომასმა ბურთი საბა სალაძეს გადააწოდა. საბამ ორქულიანით ანგარიში გაათანაბრა და პლუს მასზე დაჯარიმდნენ კიდეც.

სალაძემ ბონუს-საჯარიმოც ჩააგდო და ბათუმი 70:69 დააწინაურა. დასრულებამდე 5 წამი რჩებოდა და ცხადია, კოტე ტუღუშმა წუთშესვენება აიღო, რათა სტუმართა ბოლო შეტევა დაეგეგმა. გვერდიდან შემოტანილი ბურთი დეტრეკ ბრაუნინგმა სირენასთან ერთად სამქულიანი ჩააგდო.

თბილისი არენაზე ბრძოლა არ შედგა. მარგვეთმა რაშს პერიმეტრიდან მოუთავა საქმე – 32 ცდიდან 16 სამქულიანი ჩააგდო და მატჩის ბედი ასე გადაწყვიტა. არადა, ფარქვეშ რაში უფრო ყოჩაღობდა. ზესტაფონმა მოიგო ყველა პერიოდი და ორმატჩიანი სერიის პირველი მატჩის შემდეგ 23-ქულიანი ჰანდიკაპს აქვთ – 111:88.

თასის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრები 23 და 24 მარტს გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი