გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შერმადინი საუკეთესო იყო, ტენერიფე დამარცხდა

გააზიარეთ

FIBA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე პირველი მარცხი განიცადა ესპანურმა ტენერიფემ. გიორგი შერმადინის გუნდი კანარულ დერბიში სტუმრად გრან კანარიას ეთამაშა და 70:72 დამარცხდა. ტენერიფელთაგან საუკეთესო შერმადინი გახლდათ, რომელმაც შეხვედრა 15 ქულითა და 4 მოხსნით დაასრულა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და 28 წუთი ითამაშა. შერმომ რვიდან შვიდი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ორი საჯარიმოდან – ერთი. ჩვენებურს ტენერიფელთაგან სარგებლიანობის უმაღლესი კოეფიციენტი (17) ჰქონდა.

ამ მოგებით გრან კანარიამ ტენერიფეს ჯგუფში პირველი ადგილი წაართვა – ორივეს 2 მოგება და 1 მარცხი აქვს, თუმცა პირადი მოგების ხარჯზე გრან კანარია პირველზეა. ჯგუფში ასევე არიან ჩეხური ნიმბურკი და იტალიური ტრიესტე. ორივეს 1 მოგება და 2 მარცხი აქვს.

ჯგუფიდან ორი საუკეთესო გავა. შემდეგ მატჩს ტენერიფე 10 თებერვალს, ჩეხეთში, ნიმბურკთან გამართავს.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი