გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“ყველაფერს გავაკეთებ, რომ მიქაუტაძისნაირი კვალი დავტოვო” – გიორგი აბუაშვილი

გააზიარეთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბმა მეცმა ოფიციალურად წარადგინა ქართველი შემტევი გიორგი აბუაშვილი, რომელმაც პრესკონფერენციაზე გუნდისა და საკუთარი გეგმების შესახებ ღიად ისაუბრა. 22 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ სურს, კლუბში ისეთივე ძლიერი კვალი დატოვოს, როგორც თავის დროზე გიორგი მიქაუტაძემ დატოვა.

„ვიცოდი, რომ გიორგი მიქაუტაძემ აქ ითამაშა და საკმაოდ წარმატებული სეზონები ჰქონდა. თუმცა, ჩემი გადაწყვეტილების მთავარი განმსაზღველი სწორედ წიტაიშვილი გახდა, მან ბევრი რამის შეცვლა მოახერხა „მეცის“ სასარგებლოდ.

კლუბზე აქამდეც მქონდა წარმოდგენა, ვიცოდი, რომ სტაბილური და ამბიციური პროექტია, კარგი პირობებით. აქ არის შესანიშნავი გარემო ხარისხიანი ფეხბურთის სათამაშოდ. ახლა მთელი ყურადღება მომდევნო სეზონზეა გადატანილი, კარგად ვემზადებით და მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. მოუთმენლად ველოდები შანსს, „მეცის“ ფორმით ვითამაშო. მიქაუტაძემ გუნდის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა და ახლა ჩვენი ჯერია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მასსავით ძლიერი გავლენა მოვახდინოთ.

სეზონის დაწყებას განსაკუთრებით ველოდები. მინდა, დიდი გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ მენტალურად და ფიზიკურად ბოლომდე მზად ვიყო. მადლობა კლუბს ნდობისთვის, ჩემსა და წიტას დაუჯერეს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმის დასამტკიცებლად, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო,“ – აღნიშნა აბუაშვილმა.

გიორგი აბუაშვილი საფეხბურთო კარიერის საწყის ეტაპზე თბილისის დინამოში იზრდებოდა. 2021 წელს პორტუგალიაში გადავიდა, სადაც ორი წელი პორტუ B-ს შემადგენლობაში გაატარა, შემდეგ კი მცირე ხნით რუმინულ პეტროლულში ითამაშა.

2024 წელს ის ფოთის კოლხეთს შეუერთდა და მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა. აბუაშვილი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრიც გახლავთ, მან ახალგაზრდულ ნაკრებში 19 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე კი სამი მატჩი ჩაატარა, თითო გოლითა და საგოლე გადაცემით.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები