გამოგვიწერეთ

რაგბი

შავი ლომი ჩელენჯ თასზე 140 წლის გუნდს ეთამაშება

გააზიარეთ

შავი ლომი ირლანდიაში გაემგზავრება და 2025-26 წლების ჩელენჯ თასის მეორე ტურში, 14 დეკემბერს, გალვეიში ადგილობრივ ქონოთს შეერკინება.

ირლანდიის რაგბის კავშირის ქონოთის განყოფილება და მასთან ერთად პროვინციული გუნდი 140 წლის წინ, 1885 წლის 8 დეკემბერს დაფუძნდა. ქონოთის რეგიონი ადგილობრივ გუნდებს აერთიანებდა, პერიოდულად კი, პროვინციის ნაკრები იკრიბებოდა და ლენსთერის, მანსთერისა და ოლსთერის პროვინციულ გუნდებს, ან ირლანდიაში სტუმრად ჩასულ უცხოურ გუნდებს ეთამაშებოდა.

ქონოთი საშინაო შეხვედრებს დექსქომ სთედიუმზე მართავს, რომელიც 1928 წელს გაიხსნა და 8 000 მაყურებელს იტევს.

1995 წელს, რაგბის პროფესიულ რელსებზე გადასვლის შემდეგ, ლენსთერი, მანსთერი, ოლსთერი და ქონოთი პროფესიული ფრენჩაიზები გახდნენ. 1996 წელს ქონოთი ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაერთო; 2001 წელს კი, როდესაც კელტების ლიგა დაარსდა, ირლანდიური, შოტლანდიური და უელსური პროფესიული გუნდები ჩაერთვნენ. მოგვიანებით ჩემპიონატმა ტრანსფორმაცია განიცადა, მასში იტალიური გუნდებიც ჩაერთნენ ჯერ პრო 12-ად, ხოლო მოგვიანებით პრო 14-ად გადაკეთდა. 2021 წლიდან კი, ტურნირს გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატი ეწოდება.

ქონოთმა საუკეთესო სეზონი 2015-16 წლებში ჩაატარა, ფინალში ლენსთერი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული, ჯერჯერობით, ერთადერთხელ მოიგო.

2021 წლიდან ქონოთის საქმეები უკან წავიდა. გასული სეზონის გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატი გუნდმა მე-13 ადგილზე დაასრულა, მიმდინარე გათამაშებაში კი ხუთი თამაშიდან ორი მოგებითა და 14 ქულით მეცხრე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ქონოთმა წელს ორივე თამაში ბონუსით მოიგო, სამივე წაგებულ შეხვედრაში კი მცირე სხვაობისთვის ნუგეშ-ქულა მიიღო.

ჩელენჯ თასის პირველ ტურში, ირლანდიელები უელსში ოსფრეიზთან 21:24 დამარცხდნენ და ნუგეშ-ქულის აიღეს. შავი ლომი კი, შინ მონპელიესთან დამარცხდა – 13:24.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად რაგბი