გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შენგელიას პირველი გამარჯვება და მეორე შედეგი ქულებით

გააზიარეთ

ევროლიგის მეორე ტურში კატალონიის ბარსელონამ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ესპანურმა გრანდმა სტუმრად პანაითაიკოსი საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 96-103  დაამარცხა.

სასიხარულოა, რომ გამარჯვებული გუნდის მხრიდან ერთ-ერთი გამორჩეული თორნიკე შენგელია გახლდათ, რომლის ანგარიშზეც 24 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება იყო. ბარსელონას მხრიდან მასზე მეტი ქულა მხოლოდ ვილიამ კლაიბერნს ჰქონდა, რომელმაც 29 წუთში 23 ქულა ჩააგდო.

მატჩის პირველი სამი მეოთხედი ძალიან დაძაბული იყო, თუმცა ბარსელონამ გადამწყვეტი უპირატესობა ბოლო მეოთხედში მოიპოვა, როცა პირველ ოთხ წუთში 12-2 გაქცევა გააკეთა.

დამარცხებული გუნდიდან საუკეთესო  ხუანჩო ერნანგომეზი იყო, რომელმაც 34 წუთში 27 ქულა, 8 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

ევროლიგის ეგიდით ბარსელონა შემდეგ მატჩს თანამემამულე ვალენსიის წინააღმდეგ გამართავს 10 ოქტომბერს.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი