გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შერმადინი სანაკრებო კარიერას ნოემბერში დაასრულებს

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური ტენერიფეს ცენტრმა გიორგი შერმადინმა სეზონი კარგად დაიწყო და კუნძულელები ლიგა ენდესას ლიდერებში არიან. ჩვენებურს მალე სანაკრებო მატჩების ელის, რომელიც, დიდი ალბათობით, შერმადინისთვის ბოლო იქნება. გეტყვით რომ, გიორგის ეროვნულ გუნის მაისური აქამდე 200-ჯერ მოურგია.

სეზონის დასაწყისზე და მომავალზე ჩვენებურმა ესპანურ მედიასთან ისაუბრა.

„კარგ ფორმაში ვარ და ეს მახარებს. როდესაც ყველაფერი წესრიგში გაქვს, გუნდსაც უფრო მეტად ეხმარები. კარგი სტარტის აღებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ლიგა ენდესა ძალიან ძლიერი ტურნირია, ამდენად, ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს. უკვე ოთხი მოგება მოვიპოვეთ და ჩვენი მიზნების მისაღწევად გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია.

დაღლილობას არ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად თავისუფალი დრო არც მქონია. გრძელი ზაფხული იყო და მგონი 10 დღეზე მეტი არ დამისვენია. ევრობასკეტზე თამაშისგან დიდი სიამოვნება მივიღე. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთსა და საფრანგეთს მოუგო, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა, საქართველოს მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაა, საგზურისთვის ბრძოლაში კი ნოემბერში ჩავებმებით. ეროვნულ გუნდში 20 წელია ვთამაშობ და მინდა, ნაკრებს ღირსეულად დავემშვიდობო. უკრაინასთან და ესპანეთთან თამაშები, დიდი ალბათობით, ჩემთვის ბოლო იქნება“, – თქვა შერმადინმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში 27 ნოემბერს უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 30 ნოემბერს ესპანეთს სწორედ ტენერიფეში ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი