გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მარცხი საუკეთესო შედეგის ფონზე

გააზიარეთ

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი ნელ-ნელა ხურდება და შედეგიანობას უმატებს ტორონტო რეპტორსის ქართველი ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილიც. მან კანადური კლუბის მაისურით საუკეთესო მატჩი კი ჩაატარა, მაგრამ მისი გუნდი სტუმრად დალას მავერიქსთან მაინც დამარცხდა – 129:139.

სანდრომ პარკეტზე არასრული 22 წუთი დაჰყო და ამ დროში 16 ქულა გამოიმუშავა. შედარებით მოკრძალებული იყო შედეგიანი გადაცემის მხრივ და ეს მხოლოდ ერთხელ გააკეთა, ხოლო ფარიდან ბურთი სამჯერ მოხსნა.

მამუკელაშვილმა ორ ქულიანი ზონიდან ტყორცნებში 100 პროცენტიანი შედეგი დააფიქსირა და ხუთი სროლიდან მეტოქის კალათში ყველა ბურთი მოათავსა, ხოლო პერიმეტრიდან ზუსტი მხოლოდ ერთხელ გახლდათ.

ტორონტო რეპტორსი ერთი მოგებით და ორი მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა,  მომდევნო მატჩს კ 28 ოქტომბერს სან ანტონიო სპურსის წინააღმდეგ გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი