გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ძაკარდომ პატარა კვარა და ბართიშვილი გამოარჩია

გააზიარეთ

იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა კრისტიან ძაკარდომ, ვინაც ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში გადასვლასთან დაკავშირებით დიდი როლი ითამაშა, ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა. როდესაც კითხვა ტალანტების აღმოჩენაზე დაუსვეს, აქცენტი ქართველ ფეხბურთელებზე გააკეთა.

კრისტიან ძაკარდო:

„ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას ჯანლუკა დი მარციოსთან ერთად ვხუმრობდით, რომ „ბომბა“ ტრანსფერების დანახვა შემეძლო. აი, ისეთის, რომლებიც ლოგიკური იქნებოდა და ამ იდეებს მხოლოდ ზოგიერთი ადამიანი გაიგებდა. ხვიჩა კვარაცხელია 2020 წელს ვნახე. მყავს ქართველი მეგობარები, რომლებმაც რამდენიმე ფეხბურთელი მიხსენეს. იმ 5 თუ 6 ქართველიდან, რომლებიც მირჩიეს, ხვიჩა უკვე ფენომენალური იყო და ბევრი დადებითი თვისება ჰქონდა. გარკვეული დროით დავაკვირდი, 2021 წლის თებერვალში კი, მოსკოვში მის აგენტთან წავედი. შევხვდი ხვიჩასაც, შემდეგ ნაპოლიში რეკომენდაცია გავუწიე და ყველაფერი კარგად დასრულდა – ნეაპოლში ჩავიდა და სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა. „აძურის“ წყალობით, თავადაც შესანიშნავი ფეხბურთელი გახდა და ახლა პსჟ-ში თამაშობს. ამასობაში, ნაპოლიმ უზარმაზარი კაპიტალის მოგება ნახა, კვარამ კი, ჩემპიონთა ლიგა მოიგო. შედეგად, ყველა ბედნიერია…

საქართველო ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა და ახლაც არიან ნიჭიერი ფეხბურთელები, მაგრამ როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, ფეხბურთელებს 18 წლამდე არ შეუძლიათ საქართველო დატოვონ და სხვაგან ითამაშონ. მაგალითად, ხვიჩას ძმა თორნიკე, რომელიც 2010 წელს არის დაბადებული და კვარას მსგავსი სათამაშო უნარები აქვს. ისიც მარცხენა ფლანგზე თამაშობს, გამოირჩევა კარგი დრიბლინგით და მშვენიერი დარტყმა აქვს…

ასევე უნდა გამოვარჩიო ანდრია ბართიშვილი, 2009 წელს დაბადებული შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც პოტენციურად შეუძლია შესანიშნავი ფეხბურთელი გახდეს“.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები