გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ხვიჩა კვარაცხელია: ბევრ ასპექტზე სამუშაო მაქვს

გააზიარეთ

26 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაში, პარი სენ-ჟერმენი ლონდონის ტოტენჰემს დაუხვდება. მატჩის წინ პარიზული კლუბის ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის განსაკუთრებულია. ტოტენჰემის წინააღმდეგ დიდი მატჩი გველის. ამ სეზონში მათ უკვე ვეთამაშეთ ევროპის სუპერთასზე. რთული მატჩი იყო, მაგრამ მოვიგეთ. ხვალ ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ეს სხვა შეჯიბრია და კარგად მოვემზადეთ, გუნდი კარგ ფორმაშია და მოუთმენლად ველით მას…

ბაიერნთან რთული მატჩი გვქონდა და შედეგმა იმედი გაგვიცრუა. ახლა გვაქვს შანსი გამარჯვებების გზებზე დავბრუნდეთ. თუმცა, ტოტენჰემი არის გუნდი, რომელიც თავსაც კარგად იცავს და კარგადაც უტევს. შეტევაში ძალიან სწრაფები არიან. სუპერთასზე 2:0-ს გვიგებდნენ… ჩვენ ანგარიშის გათანაბრება ბოლოს მოვახერხეთ და პენალტებში მოვიგეთ. ახლაც რთული მატჩი გვექნება…

პარკ დე პრენსზე თამაში გვიყვარს. გულშემატკივრების წინაშე თამაში ყოველთვის სიამოვნებაა და მოუთმენლად ველით…

ჩემი პროგრესი? მჯერა, კიდევ შემიძლია გაუმჯობესება და ბევრ ასპექტზე სამუშაო მაქვს. ამას ყოველდღე ვაკეთებ. შემიძლია მეტი გოლი გავიტანო, კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანო, უფრო მეტი საგოლე პასი გავაკეთო და უფრო სტაბილური გავხდე. ყოველდღე ვცდილობ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია წარმოვაჩინო…

დაცვითი უნარები? ადრე ასეთი არ ვყოფილივარ. უფრო შეტევაზე ვიყავი ორიენტირებული, მაგრამ აქ ვისწავლე, რომ გუნდი ერთმანეთთან კავშირში უნდა იყოს. მწვრთნელის წყალობით, ეს ასპექტიც ვისწავლე და ახლა ჩემი ნაწილია…

ყველამ იცის, რომ მარცხნივ თამაში მომწონს, მაგრამ ფეხბურთში ადაპტაცია უნდა შეგეძლოს. კარგია, როცა ორივე მხარეს თამაში შეგიძლია“.

პარი სენ-ჟერმენისა და ტოტენჰემის მატჩი 26 ნოემბერს, 23:55 საათზე ჩანიშნული.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები