გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ჯეიმს უორთი: მამუ მანუს მაგონებს

გააზიარეთ

ჯეიმს უორთი საკალათბურთო სამყაროში ცნობილი ფიგურაა. დიდების დარბაზის წევრი მსუბუქი ფორვარდი 1982-94 წლებში ლეიკერსის შემადგენლობაში სამჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი; მათ შორის 1988 წლის ფინალის MVP; შვიდჯერ ითამაშა „ყველა ვარსკვლავის“ მატჩში.

ჰოდა, ასეთი ფიგურას სანდრო მამუკელაშვილი არგენტინელ ვარსკვლავს – მანუ ჯინობილის აგონებს…

ჯეიმს უორთი:

„მისი სათამაშო სტილი გარკვეულწილად მანუსას ჰგავს. ცაციაა, მოძრაობებში არაპროგნოზირებადი, შეუძლია ფარქვეშ შეჭრა, სათამაშო სიტუაციების შექმნა და სწრაფი შეტევის დაწყება. ძალიან მტკიცე ხასიათის და ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა. შესაძლოა, მამუ ჯეი ჯეი რედიკის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს. ვფიქრობ, ის ამ გუნდისთვის ძალიან, ძალიან დიდი შენაძენი იქნება. ვიცოდი, რომ მას შესაბამისი უნარები ჰქონდა, მაგრამ იმის მიხედვით, რაც ამ მცირე მონაკვეთში დავინახეთ – ის ნამდვილად სოლიდური და უაღრესად ენერგიული კალათბურთელია“.

შეგახსენებთ, NBA-ში რეგულარული სეზონი ლეიკერსისთვის 22 ოქტომბერს დაიწყება და გოლდენ სტეიტს ეთამაშება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი