გამოგვიწერეთ

კალათბურთი

“17 წლის ვიყავი, როდესაც…” რატომ თქვა გიორგი ცინცაძემ რუსეთის ნაკრებზე უარი?

გააზიარეთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრმა, გიორგი ცინცაძემ bettso.sport-თან ინტერვიუში საინტერესო ისტორია გაიხსენა.

ცინცაძემ თქვა, თუ რატომ უთხრა რუსეთის ნაკრებს უარი:

“მთავაზობდნენ რუსეთის მოქალაქეობას, რომ მათ ნაკრებში მეთამაშა. ფინანსურად და ყველანაირად საკმაოდ მომგებიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ 17 წლის ასაკში ვთქვი, რომ გამორიცხულია-მეთქი, საქართველოს ნაკრებზე უარი ვერ ვთქვი. რუსებს უარი ვუთხარი და არც მინანია, რადგან საქართველოს ნაკრებში თამაში 20 წლის განმავლობაში ასე მომყვება და სიამაყის, სიყვარულის გრძნობა ერთმანეთში არეულია”, – განაცხადა ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მიხეილ ყაველაშვილმა კალათბურთის ნაკრების წევრებს და ფედერაციის წარმომადგენლებს ღირსების ორდენები გადასცა, რომელზეც “ბუმ” უარი განაცხადა. გიორგი იმ ნაკრებიდან, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშა ერთადერთია, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი