გამოგვიწერეთ

ნაკრები

20 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა

გააზიარეთ

19 ივლისს, საქართველოს 20-წლამდე ნაკრები მსოფლიო თასის მეცხრე ადგილისთვის მატჩში, იტალიის ქალაქ კალვიზანოში შოტლანდიელ თანატოლებს გაეჯიბრება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, ადრე დაანონსებულ შემადგენლობაში ცვლილებაა: ვერ ითამაშებს ფულბეკი ლუკა თაყაიშვილი და მის ნაცვლად ფულბეკად გიორგი ბოლვაძე გადაინაცვლებს, რომლის ადგილს ფრთაზე ლუკა კეშელავა დაიკავებს, ხოლო მეორე ფრთას სანდრო მესხიძე ჩაიბარებს, რომელიც მანამდე მარქაფაში იყო გამწესებული. მესხიძის ნაცვლად შეცვლაზე სანდრო სესიაშვილი იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ხაზი: გიორგი ბოლქვაძე, ლუკა კეშელავა, დათა ახვლედიანი, ნუგზარ ქევხიშვილი, სანდრო მესხიძე, თემურ ძოძუაშვილი, გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: გიორგი ტურაშვილი, შოთა ხელაძე, მათე ღურწკაია, დავით ბარამია, გაგი მარგველაშვილი, ნიკა აბესაძე, ლუკა ნარსია, მიხეილ შიოშვილი;

მარქაფა: დავით არჩვაძე, გიორგი მესხიძე, გიორგი ძაგანია, ნიკოლოზ ჩხორთოლია, გიორგი არძენაძე, დაჩი წიკლაური, გიგი სირბილაძე, სანდრო სესიაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები