გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

FIFA-ს ვერსიით უსმან დემბელე საუკეთესოა

გააზიარეთ

კატარის დედაქალაქ დოჰაში FIFA-ს ვერსიით 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

წლევანდელი წლის საუკეთესო ფეხბურთელად პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი უსმან დემბელე დასახელდა. გეტყვით რომ, ჯილდოზე ნომინირებულ იყვნენ ბარსელონას გარემარბი ლამინ იამალი და მადრიდის რეალის შემტევი კილიან მბაპე. შეგახსენებთ, დემბელე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ოქროს ბურთის გამოკითხვაშიც გახდა.

ცერემონიის სრული შედეგები ასეთია:

2025 წლის ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი – უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი);

2025 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – აიტანა ბონმატი (ბარსელონა, ესპანეთი);

2025 წლის საუკეთესო მწვრთნელი – ლუის ენრიკე (პსჟ, ესპანეთი);

2025 წლის საუკეთესო ქალთა მწვრთნელი – სარინა ვიგმანი (ინგლისი);

2025 წლის გუნდი:  დონარუმა, ჰაკიმი, პაჩო, ვან დეიკი, მენდეში, პალმერი, ბელინგემი, ვიტინია, პედრი, იამალი, დემბელე;

2025 წლის ქალთა გუნდი: ჰემპტონი, ბრონზი, ბატლე, უილიამსონი, პარედესი, ბონმატი, გიჯარო, პინა, კალდენტეი, რუსო, პუტელასი;

2025 წლის საუკეთესო მეკარე – ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი, იტალია);

2025 წლის საუკეთესო ქალი მეკარე – ჰანა ჰემპტონი (ჩელსი, ინგლისი).

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები