გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

გარიგება შედგა – სად გააგრძელებს კარიერას ოსიმენი

გააზიარეთ

ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო საგა საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა – ნიგერიელ ფორვარდს ჯერ საუდის არაბეთში ტრანსფერი ჩაეშალა, შემდგომ კი კინაღამ გალათასარაიშიც ვეღარ გადავიდა.

საქმე ისაა, რომ ნაპოლიმ ოსიმენის ტრანსფერი ძალიან გააჭიანურა, თუმცა თურქულ გუნდთან გარიგებას მაინც მიაღწია – 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ ოსიმენი კარიერას ყველაზე ტიტულოვან თურქულ გუნდში გააგრძელებს.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ მხარეები სატრანსფერო თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე შეთანხმდნენ. გალათასარაი 40 მილიონს წელსვე გადაიხდის, ხოლო 35 მილიონს ნაპოლი მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე მიიღებს.

ამასთან ერთად, გალათასარაის მომდევნო ორი წლის განმავლობაში ოსიმენის იტალიურ გუნდში გაყიდვა ეკრძალება, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაპოლი გალასგან დამატებით თანხას მიიღებს.

ოსიმენსა და გალათასარაის შორის პირადი კონტრაქტის დეტალები დიდი ხანია შეთანხმებულია, მხარეები გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ტრანსფერები