გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ჯინჯოლავამ კრიტიკოსებს ჩასაფრებულები უწოდა

გააზიარეთ

იბერია 1999-ის კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ ლარნესთან დასრულებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სტადიონზე მოსულ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.  ჯინჯოლავამ იმ ადამიანებზეც გააკეთა კომენტარი, ვინც პირველი მატჩის შემდეგ იბერიას თამაშის ხარისხს უწუნებდა და აკრიტიკებდა. ასეთ ხალხს ჩასაფრებულები უწოდა

გიორგი ჯინჯოლავა:

“წინაზე აღვნიშნე, რომ სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშის გამოცდილება არ მქონდა. ახლა ყველამ დაინახა, რომ გულშემატკივრების სტადიონზე მოსვლამ შედეგი გამოიღო და ჩვენ ერთად შევძელით წარმატების მიღწევა. ქომაგებზე ბევრი რამეა დამოკიდებული. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც სტადიონზე მოვიდა.

ვულოცავ ამ გამარჯვებას და ამ ისტორიის დაწერას მთლიანად საქართველოს. როგორც იქნა ქართული გუნდი ევროპის ძირითად ტურნირზე ითამაშებს. წინა თამაშზე, ვინც უმიზეზოდ გვაკრიტიკებდა, სად არის ახლა ის ხალხი? ალბათ კლავიატურა გაფუჭდათ. არ შეიძლება გუნდი იმის გამო გააკრიტიკა,  რომ თამაში ვერ მოიგო, როდესაც იცი თუ რა პირობებში მოუხდა მატჩის ჩატარება. არაა კარგი გუნდი აკრიტიკო სტუმრად ნათამაშები ფრის გამო, როდესაც ამ გუნდს ერთ კვირაში მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს გასამართი.
პირადად ეს ჩემზე არ მოქმედებს, მაგრამ ასეთმა მიდგომამ შეიძლება დააზიანოს საქმე. ამას ზოგიერთი ადამიანი ვერ იაზრებს. ისინი  ჩასაფრებულები არიან. ნამდვილი ქომაგები ქართული ფეხბურთისა ის ადამიანები არიან, რომლებიც დღეს სტადიონზე მოვიდნენ და კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი მათ. ლარნესთან პირველ თამაშში ნაჩვენები ცუდი ხარისხის მატჩი გარკვეული მიზეზებით იყო გამოწვეული. შეუძლებელია სლოვანთან ითამაშო კარგად და ლარნესთან ცუდი შეხვედრა აჩვენო.

ჩემი აზრით, დღეს ნორმალურად ვითამაშეთ და ეს შედეგი დავიმსახურეთ. ამ მატჩის მნიშვნელობა ყველას გააზრებული გვქონდა,  ამიტომ გასახდელში გუნდთან, როგორც კაპიტანს ბევრი არ მისაუბრია. მინდორზე ჩვენი ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა ვაჩვენეთ. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვინც დღეს ითამაშა ან არ ითამაშა. გუნდი მარტო თერთმეტი მოთამაშე არ არის, გუნდია ის ყველა ფეხბურთელი, ვინც ჩვენი კლუბის ღირსებას იცავს.

11 წლიდან ამ გუნდში ვთამაშობ და იბერიას ეს წარმატება ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ორმაგად სასიხარულოა და საამაყოა, რომ იმ გუნდში, სადაც კარიერა დავიწყე, ასეთი ლამაზი ისტორია დაწერა. მეამაყება რომ ამ კლუბის წევრი ვარ და ჩემი წვლილიც შევიტანე, მის წარმატებაში.

იბერიას გასვლა დიდ ტურნირზე ქართული კლუბებისთვის დადებითად უნდა აისახოს. ჩემი აზრით, მათ მიეცემათ მოტივაცია, რადგან დაინახეს, რომ ჩვენ ეს შევძელით და შეუძლიათ მათაც შეძლონ. ჩვენ ნავსი გავტეხეთ და ამის შემდეგ სხვა ქართული გუნდებიც იბრძოლებენ ევროპის ტურნირებზე მთავარ ეტაპზე გასასვლელად.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები