გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

,,ვეცდებით, ქართული ფეხბურთის ახალი ისტორია დავწეროთ” ანდრეი დემჩენკო

გააზიარეთ

თბილისის იბერია 1999-ის უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ ლარნესთან მატჩისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა წინა შეხვედრაში თავისი ფეხბურთი ვერ ითამაშა და ამის მიზეზებიც დაასახელა. მან იბერიას ფეხბურთელებს სასურველი შედეგის მიღწევისთვის მადლობა გადაუხადა.

დემჩენკომ მეტოქე დაახასიათა და განაცხადა, რომ ლარნე ფიზიკურად ძლიერი, ტიპიური ბრიტანული გუნდია.

,,პირველ შეხვედრაში ჩვენი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, რისი მიზეზიც ვიზები, მგზავრობა, გადაჯდომა, უძილობა და მოედნის ხარისხი იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მადლობა ბიჭებს, რომ სასურველ შედეგს მაინც მივაღწიეთ. ეს გარემოებები და მიზეზები არავის აინტერესებს, რადგან მთავარი შედეგია. ლარნესთან შეხვედრაში პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და ამას თან დიდი წნეხიც ახლავს. ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იბერიასთვის, არამედ  სრულიად ქართული ფეხბურთისთვის. ჩვენს   ბიჭებს მისი მნიშვნელობა სრულად  გათავისებული აქვთ და რთული მატჩისთვის მზად არიან.                         ასეთ დროს ფსიქოლოგიურ მომზადებას დიდი როლი აქვს და ცხადია, ამაზეც ვიმუშავეთ. ყველანაირად ვეცდებით, ქართული ფეხბურთის ახალი ისტორია დავწეროთ
ლარნესთან პირველი შეხვედრის შემდეგ აღდგენის პროცესს დიდი დრო დავუთმეთ, რადგან მგზავრობა ხანგრძლივი და დამღლელი იყო. ფეხბურთელები კარგად დავასვენეთ. ისინი  თამაშისთვის 100%-ით მომზადებულები არიან. ვფიქრობ, პირველი შეხვედრისგან განსხვავებულ იბერიას იხილავთ.

მეტოქე ფიზიკურად ძლიერი, ტიპური ბრიტანული გუნდია. კარგად თამაშობენ სტანდარტულებისას და ასევე მეორე სართულზე. ველოდით იმას, რაც პირველ მატჩში შემოგვთავაზეს. იქ ბევრი შეცდომა გვქონდა და ახლა ეს  შეცდომები  უნდა გამოვასწოროთ.

რა თქმა უნდა, პენალტებამდე საქმის მიყვანა არ გვინდა და ყველას სურვილია დადებით შედეგს ძირითად დროში მივაღწიოთ,  მაგრამ გამორიცხული არაფერია და ყველა სცენარისთვის მზად ვართ”, – აცხადებს ანდრეი დემჩენკო.

იბერია 1999-ისა და ლარნეს შეხვედრა თბილისის ,,მიხეილ მესხის” სტადიონზე სტარტს 20:00 საათზე აიღებს.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები