
იბერია 1999-ის კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ ლარნესთან დასრულებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სტადიონზე მოსულ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. ჯინჯოლავამ იმ ადამიანებზეც გააკეთა კომენტარი, ვინც პირველი მატჩის შემდეგ იბერიას თამაშის ხარისხს უწუნებდა და აკრიტიკებდა. ასეთ ხალხს ჩასაფრებულები უწოდა
გიორგი ჯინჯოლავა:
“წინაზე აღვნიშნე, რომ სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშის გამოცდილება არ მქონდა. ახლა ყველამ დაინახა, რომ გულშემატკივრების სტადიონზე მოსვლამ შედეგი გამოიღო და ჩვენ ერთად შევძელით წარმატების მიღწევა. ქომაგებზე ბევრი რამეა დამოკიდებული. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც სტადიონზე მოვიდა.
ვულოცავ ამ გამარჯვებას და ამ ისტორიის დაწერას მთლიანად საქართველოს. როგორც იქნა ქართული გუნდი ევროპის ძირითად ტურნირზე ითამაშებს. წინა თამაშზე, ვინც უმიზეზოდ გვაკრიტიკებდა, სად არის ახლა ის ხალხი? ალბათ კლავიატურა გაფუჭდათ. არ შეიძლება გუნდი იმის გამო გააკრიტიკა, რომ თამაში ვერ მოიგო, როდესაც იცი თუ რა პირობებში მოუხდა მატჩის ჩატარება. არაა კარგი გუნდი აკრიტიკო სტუმრად ნათამაშები ფრის გამო, როდესაც ამ გუნდს ერთ კვირაში მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს გასამართი.
პირადად ეს ჩემზე არ მოქმედებს, მაგრამ ასეთმა მიდგომამ შეიძლება დააზიანოს საქმე. ამას ზოგიერთი ადამიანი ვერ იაზრებს. ისინი ჩასაფრებულები არიან. ნამდვილი ქომაგები ქართული ფეხბურთისა ის ადამიანები არიან, რომლებიც დღეს სტადიონზე მოვიდნენ და კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი მათ. ლარნესთან პირველ თამაშში ნაჩვენები ცუდი ხარისხის მატჩი გარკვეული მიზეზებით იყო გამოწვეული. შეუძლებელია სლოვანთან ითამაშო კარგად და ლარნესთან ცუდი შეხვედრა აჩვენო.
ჩემი აზრით, დღეს ნორმალურად ვითამაშეთ და ეს შედეგი დავიმსახურეთ. ამ მატჩის მნიშვნელობა ყველას გააზრებული გვქონდა, ამიტომ გასახდელში გუნდთან, როგორც კაპიტანს ბევრი არ მისაუბრია. მინდორზე ჩვენი ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა ვაჩვენეთ. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვინც დღეს ითამაშა ან არ ითამაშა. გუნდი მარტო თერთმეტი მოთამაშე არ არის, გუნდია ის ყველა ფეხბურთელი, ვინც ჩვენი კლუბის ღირსებას იცავს.
11 წლიდან ამ გუნდში ვთამაშობ და იბერიას ეს წარმატება ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ორმაგად სასიხარულოა და საამაყოა, რომ იმ გუნდში, სადაც კარიერა დავიწყე, ასეთი ლამაზი ისტორია დაწერა. მეამაყება რომ ამ კლუბის წევრი ვარ და ჩემი წვლილიც შევიტანე, მის წარმატებაში.
იბერიას გასვლა დიდ ტურნირზე ქართული კლუბებისთვის დადებითად უნდა აისახოს. ჩემი აზრით, მათ მიეცემათ მოტივაცია, რადგან დაინახეს, რომ ჩვენ ეს შევძელით და შეუძლიათ მათაც შეძლონ. ჩვენ ნავსი გავტეხეთ და ამის შემდეგ სხვა ქართული გუნდებიც იბრძოლებენ ევროპის ტურნირებზე მთავარ ეტაპზე გასასვლელად.
ავტორი: კახა მიხანაშვილი.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 5 საათის agoბორჯღალოსნების საიუბილეო შემადგენლობა
გააზიარეთ14 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 37-წლიან ისტორიაში თავის მე-300 ოფიციალურ მატჩს ითამაშებს. მსოფლიო რაგბის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 8 საათის agoბუდუ ზივზივაძე: ჯგუფში ადგილს მნიშვნელობა აქვს
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები ნოემბრის სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს. მადიარებს 14 ნოემბერს, მიხეილ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 1 დღის agoნაკრებში ვირუსია – სვანაძეს საფიქრალი მოემატა
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება აგრძელებს. შეკრების მესამე დღეს საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი