გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

დინამოს დირექტორი: ხელფასების გარეშე ვინ იმუშავებს?

გააზიარეთ

დინამო თბილისის აღმასრულებელი დირექტორი, ზაზა დოლიძე, გადაცემა BMGDrive-ში ქართულ ფეხბურთში არსებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპორტის განვითარებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერა აუცილებელია.

„ევროპულ კლუბებში ხელფასები იმდენად მაღალია, რომ ხარჯების უდიდეს ნაწილს – 90%-ზე მეტს – სწორედ ისინი შეადგენს. საქართველოში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, თუმცა, მაინც საკმაოდ სერიოზულ თანხებს მოითხოვს. ჩვენ დავთვალეთ და ფიქსირებული ხარჯების უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 40%, ფონდის დაფინანსებით იფარება. „დინამო თბილისის“ შემთხვევაში კი, ბიუჯეტის მხოლოდ 20% მოდის ფონდის დაფინანსებაზე, დანარჩენს თავად ვპოულობთ. ჩემი სურვილია, ეს მაჩვენებელი გაიზარდოს“, – განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, ფონდის მხრიდან არსებული დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან 2016 წლიდან დღემდე ფინანსების მსყიდველობითი უნარი საგრძნობლად შემცირდა:

„2016 წელს გამოყოფილი თანხით ბევრად მეტი შეიძლებოდა შეგეძინა, ვიდრე დღეს. პანდემიის შემდეგ ეს სხვაობა კიდევ უფრო დიდი გახდა. ამიტომაც ვთვლი, რომ პროგრამა არამხოლოდ უნდა დარჩეს, არამედ გაიზარდოს კიდეც“.

დოლიძემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ქართულ რეალობაში საფეხბურთო კლუბებს დამოუკიდებლად რესურსების მოზიდვა გაუჭირდებათ:

„მესმის, რომ ხშირად ამბობენ – რატომ უნდა აფინანსებდეს ყველაფერს სახელმწიფო? მაგრამ ფეხბურთი ადამიანების გარეშე ვერ იარსებებს. ხელფასების გარეშე ვინ იმუშავებს? სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკური გარემო და საფეხბურთო ბაზარი ჯერ არ არის იმ დონეზე, რომ კლუბებმა სრულად საკუთარი ძალებით შეძლონ არსებობა. სწორედ ამიტომ, როგორც ყველაზე პოპულარული სპორტის, ფეხბურთის დაფინანსება სახელმწიფოს ვალდებულებაა. ეს დიდი საქმეა და მადლობელი ვარ იმ დახმარებისთვის, რასაც ფონდი დღეს აკეთებს“, – დასძინა დინამო თბილისის დირექტორმა.

წყარო: BMG.ge

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი