გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

პირველი ქართული გამარჯვება ევროტურნირებზე

გააზიარეთ

კონფერენციის ლიგის მეოთე ტურში თბილისის იბერია 1999-მა ესპანური ლა ლიგის ხეტაფეს 1:0 მოუგო. ეს ქართული კლუბების პირველი გამარჯვებაა ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე.

მეტოქეს სუსტი ნამდვილად არ ეთქმოდა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონმა ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშა. ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე გავიდა: გიორგი მაკარიძემ გრძელი პასი გააკეთა, ნიკა სიხარულაშვილმა ბურთი კარგად მიიღო და დაფარული პასით გიორგი ქობულაძე მეკარეს პირისპირ შეატოვა. მანაც პირველი შანსი ვერ გამოიყენა, მეორედ კი შეაგდო.

59-ე წუთზე ხეტაფეს მანგალა გაუძევეს, რამაც იბერიელთა საქმე კიდევ უფრო გაადვილა. თუმცა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა.იბერიელთაგან ბაქარ ქარდავამ ახლოდან ააცილა. ეს იდეალური მომენტი იყო. იბერიელთა მეკარე და მცველებიც კარგად თამაშობდნენ. ერთხელ გიორგი ჯინჯოლავამ ნემანია გუდელის დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა…

აღვნიშნოთ, რომ ხეტაფეში შეუცვლელად ითამაშა საბა საზონოვმა.

კონფერენციის ლიგის საერთო ეტაპზე იბერიელებს ოთხ მატჩში ოთხ ქულა აქვთ. საერთო ეტაპის მომდევნო მატჩს კი, 10 დეკემბერს შინ ჩაატარებს და მეტოქედ სერბული ცრვენა ზვეზდა ეყოლება. ბოლო ტური 18 დეკემბერს ჩეხეთში, იაბლონეცთან ელის.

იბერია-ხეტაფე 1:0

თბილისი. მიხეილ მესხი

1:0 ქობულაძე (25)

იბერია: მაკარიძე, ქობულაძე (ბოჭორიშვილი 73), ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა, კუცია (ალჰასანი 71), დადიანი (კულიევი 83), კაფე (ენდე 71), სიხარულაშვილი (ნაჭყებია 83), ძაგანია

ხეტაფე: სორია, ფემენია (გარსია 63), საზონოვი, ჯენე, დავინჩი (რომერო 46), მარტინი (მანგალა 46), გუდელი, ტერატსი (ენესი 46), რისკო, სატრიანო, მაიორალი (ფრანჩო 63)

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ევროტურნირები