გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

მაქსენ ლაკრუა არისტოკრატი გახდა

გააზიარეთ

ლონდონის ჩელსიმ ფრანგი ცენტრალური მცველი მაქსენ ლაკრუა დაიმატა.

,,არისტოკრატებმა” ლაკრუას სანაცვლოდ, კრისტალ პალასს დაახლოებით 52 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადეს.
ფრანგმა ლონდონელებთან კონტრაქტი 2032 წლამდე გააფორმა.

მაქსენ ლაკრუამ პროფესიული კარიერა სოშოს მეორე გუნდში დაიწყო. 2018 წელს კი დებიუტი მთავარ გუნდში ჰქონდა. 2020 წელს, მაქსენი ვოლფსბურგში გადავიდა. გერმანულ კლუბში გატარებულ ოთხ წელიწადში ფრანგმა 111 შეხვრდრა ჩაატარა.
მაქსენ ლაკრუას საუკეთესო წლები კრისტალ პალასში ჰქონდა. მან ამ გუნდთან ერთად კონფერენს ლიგის თასი, ინგლისის თასი და ინგლისის სუპერთასი მოიპოვა.

ჩელსიმ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს 250 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯა. ხაბი ალონსოს გუნდმა მორგან როჯერსი (ასტონ ვილა), მარკო პალესტრა, ემანუელ ემეგა (სტრასბური), ჰარისონ ბეტონი (უიგანი) და ჯოვანი კუენდა დაიმატა.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ტრანსფერები