გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

მალდინის ადგილი რანიერიმ დაიკავა

გააზიარეთ

74 წლის კლაუდიო რანიერიმ
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტი დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე პაოლო მალდინი შეცვალა, რომელმაც ორიოდე დღის წინ, თანამდებობა თავისი ნებით დატოვა.

რანიერი 39 წელი სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა. მან კარიერა 1986 წელს, ლამეციაში დაიწყო.
ჯამში კი ოცზე მეტ გუნდში აქვს ნამუშევარი.

კლაუდიო რანიერიმ სხვადასხვა დროს პუტეოლანას, კალიარის, ნაპოლის, ფიორენტინას, ვალენსიას, მადრიდის ატლეტიკოს, ჩელსის, პარმას, იუვენტუსს, რომას, მილანის ინტერს, მონაკოს, საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს, ნანტს და ფულემს წვრთნიდა. კარიერა იტალიის დედაქალაქში რომას მწვრთნელის რანგში დაამთავრა.

რანიერიმ ლესტერს ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა. ვაკენსიასთან ერთად უეფას თასი, უეფას სუპერთასი და ესპანეთის თასი აღმართა.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი