გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

პსჟ-ს სუპერთასის მოგებაში კვარაცხელია გოლით დაეხმარა

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ უეფას სუპერთასის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. პარიზელებმა ბირმინგემის ასტონ ვილა 2:1 დაამარცხეს, რაშიც საკუთარი წვლილი ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა.

შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი ინგლისურმა კლუბმა შექმნა. მე-12 წუთზე ბუბაქარ კამარას დარტყმული მეკარე საფონოვის კარს მცირედით ასცდა; მე-18 წუთზე კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ დეზირე დუემ დაარტყა. ბურთი ბირმინგემელთა მეკარემ მარკო ბიზომ მოიგერია.

შეხვედრის მე-20 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში გახსნა. ჩვენებურმა ბურთი საჯარიმოში მიიღო, ერთი მოძრაობით მცველს გვერდი აურა და ულამაზესი გოლი გაიტანა.

პირველი ტაიმის მიწურულს ასტონ ვილას 17 წლის თიმეიჯერმა თავდამსხმელმა ბრაიან მაჯომ ანგარიში გაათანაბრა. მან კაპიტან ჯონ მაკგინის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე მცველს დაასწრო, საფონოვი დაამწუხრა და ტაიმიც ფრედ, 1:1 მორჩა.

მეორე ნახევრის დასაწყისში საფონოვმა სახიფათო მომენტი განმუხტა – მაჯოს პასის შემდეგ კარში ჯონ მაკგინმა დაარტყა.

61-ე წუთზე დეზირე დუემ გოლი გაიტანა. თავდაპირველად გოლი თამაშგარის მოტივით გაუქმდა, თუმცა VAR-თან კონსულტაციის შემდეგ გოლი ჩაითვალა. 63-ე წუთზე საქმე კვლავ საფონოვი ჩაერთო და კარი კიდევ ერთხელ გადაარჩინა.

71-ე წუთზე მენდეშის დარტყმა მეკარე ბიზომ მოიგერია. იქვე კვარაცხელია იყო, მაგრამ ბურთის მიღება ვერ მოხერხა.

მატჩის მიწურულს ლუის ენრიკემ ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღო და მოედნიდან ხვიჩა კვარაცხელია გაიყვანა. ქართველის ნაცვლად კი მცველი ლუკას ბერალდო შეიყვანა. დარჩენილ დროში პარიზელებმა ასტონ ვილას ანგარიშის გათანაბრების შანსი აღარ მისცეს.

პსჟ უეფას სუპერთასის გამარჯვებული ისტორიაში მეორედ გახდა.

პსჟ (საფრანგეთი)-ასტონ ვილა (ინგლისი) 2:1

ზალცბურგი. რედ ბულ არენა
1:0 კვარაცხელია (20), 1:1 მაჯო (45), 2:1 დუე (61)

პსჟ: საფონოვი, ჰაკიმი, პაჩო, მარკინოსი, მენდეში (ლუკას ერნანდესი 75), ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში (რუისი 75), აკლიუშე (დემბელე 46), კვარაცხელია (ბერალდო 88), დუე (მაიულუ 87)

ასტონ ვილა: ბიზო, ქეში, ლინდეროფი, პაუ ტორესი (მინგსი 79), მაატსენი, კამარა (კამარა 72), აჟოაო გომეში (ბარკლი 79), მაკგინი (ალისონი 73), ბუენდია, მაჯო (აბრაჰამი 72)

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები